четверг, 18 ноября 2010 г.

სიზმარი




   სიზმარში ვნახე უცხო ქვეყანა, მთელი თავისი ავლადიდებით,
   ედემის მსგავსი ბღებითა და  ლურჯი ტბებით და მწვანე მინდვრებით,
   ლურჯი მდინარის ნაპირს ეფინა, ყვავილთა გუნდი ნაირფერებით.
   მსურდა ყველაფრის ხელით შეხება, ვერა ვძღებოდი მათი ფერებით.


                   იქვე ჩანჩქერი დუღდა რძესავით და შემდეგ დაბლა ლურჯად წვებოდა,
                   ირგვლივ მწვანე ტყე იდგა მდუმარედ, სუსტი სიოც კი არსად კრთებოდა,
                   ხოლო ჩანჩქერი, გამალებული ჩქეფდა და რაღაც ამბავს ყვებოდა.


   ვიჯექი ტყის პირს, ყვავილებს შორის და რაღაც მშვიდი გრძნობა მიპყრობდა.
   ტყეში ფრინველნი გალობდნენ ტკბილად, გამოღვიძება აღარ მინდოდა.




   ამ დროს უეცრად რაღაც უცხო ხმა ჩამესმა ყურში და უცებ შევკრთი,
   მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო თავად ხმა და მისი ტემბრი,
   რომ მე დავმშვიდდი და მთელი გრძნობით, მივუგდე ყური იმის საუბარს.




                    მან მოკლედა სთქვა, თავის სათქმელი, ბევრი ბაასი მას არ გაუბავს,
                    მითხრა გამომყევ, სხვა რამ გაჩვენო და მე გავყევი მას, როგორც ცხვარი.
                    დაბალი გორა გადავიარე და როცა მარჯვნივ ვიბრუნე მხარი,
                    უცებ გავშეშდი, რადგან საოცარ,  მშვენიერ ქალაქს შევასწარ თვალი.
  
  ვინც მომიყვანა ის სადღაც გაქრა,  დავრჩი მარტოკა ქალაქის ახლოს.
  მახსოვს კარგა ხანს ვზვერავდი ქალაქს, რა დრო გავიდა ის კი არ მახსოვს. 
  გამოჩნდა ხალხის მცირე კრებული, საუბრით ცემსკენ მოიჩქაროდა,
  ქალაქში არსად იდგა სასახლე, თუმც იყო ბევრი ლამაზი ოდა.




                   მოვიდნენ ჩემთან და ვით სასურველ სტუმარს, ყველანი ღიმილით                                შემხვდა
                   მე გამაკვირვა მათმა სიკეთემ, უბრლოებამ და სათნო მზერამ.
                   მიმიპატიჟეს და მა მივედი, ვნახე ქალაქი  ,, მცირე სამოთხე ''
                   მე საოცარი ვნახე ქალაქი და ეს ამბავი დღემდე მაოცებს.




  იქ არსად იყო ციხესიმაგრე, არც ჯარისკაცი ქვეყნის დამცველი.
  ლამაზად ნაგებ კოხტა სახლებთან, ირგვლივ მოსჩანდა ყვავილთ ბაღები.
  არავის ჰქონდა შემოსარტყული, თავისი ეზო მაღალი ღობით.
  ცხოვრობდა ყველა ერთი მეორის სიყვარულით და ერთურთის ნდობით.




                   მოხუცებს ჰქონდათ აქ დაფასება, ყველა გამვლელი მათ ქუდს უხდიდა,
                   დიდი პატივით მოიკითხავდნენ, მოწიწებით და სიყვარულითა.
                   მათ მეც მიმიღეს დიდი პატივით, კეთილი სტუმრის იცოდნენ ფასი,
                   არ დაუკლიათ პატივისცემა, მასვეს ძმობის და სიკეთის თასი.




   აქ არსად ჩანდა ბიუროკრატი, თაბის სასახლით და დიდი ღიპით,
   უსიამოვნო ამაყი მზერით, შავფანჯრებიან-განიერ ჯიპით.
   არც ჩინოვნიკი არ ჩანდა არსად, რომელის მუდამ ჭკუას გვარიგებს,
   თვითონ კი ყიდის ამ ჩვენ სამსობლოს, საკუთარ კლანს და ოჯახს ამდიდრებს.




                     აქ მხოლოდ იყო კოხტა სახლები, მწვანე ეზოთი, ვარდის გუნდებით,
                     ხეხილიანი ბაღების ჩრდილით და მოკირწყლული, სუფთა ქუჩებით.
                     მაგრამ მთავარი იცით რა იყო ?  თვით ხალხი იყო მშვიდობიანი.
                     ხანდაზმულები პატივდებულნი, ახალგაზრდები ზრდილობიანი.




   აქ არვინ იყო დამწუხრებული, ყველას ბაგეზე ღიმილი კრთოდა,
   ერთი მეორის სიყვარული და ერთი მეორის იმედი ჰქონდათ.
   და მომაგონდა მე ჩვენი ყოფა, ნაგავით სავსე ჩვენი ქუჩები,
   დამწუხრებული სახეები და ბოქლომ გაყრილი ჩვენი ჭიშკრები.




                     უცებ შევწუხდი, თითქოს  ვიღაცამ დიდი ქვის ლოდი ცამიდო გულში,
                     ასე ვიყავი ალბათ კარგა ხანს და კვლავ იგივე ხმა მესმა ყურში,
                     აი ხომ ხედავ, თუ რა იოლი ყოფილა თურმე მშვიდი ცხოვრება,
                     ამას სჭირდება სიყვარული და ერთი მეორის მიმტევებლობა.




   თქვენ კი რატომღაც თქვენს თავში შობეთ, გაუტანლობის გრძნობა ველური.
   ერთურთს არ ინდობთ, ხოცავთ და ძარცვავთ
   თქვენი გული კი უფალს ენდურის.
   ხო კარგად ნახე, როგორ ცხოვრობენ ერთი მეორის ძმობით და ნდობით ?




                       თქვენ კი ერთმანეთს სიცოცხლეს უსპობთ სიძულვილით და                                                  გაუტანლობით.
                       გამომეღვიძა და მე დავღონდი, არ მომერია თვალებზე რული,
                       რა იქნებოდა ჩვენც, რომ გვეცხოვრა იმგვარი ძმობით და                                                     სიყვარულით ?  
  

понедельник, 8 ноября 2010 г.

წისქვილი



                                          წყალმა წაიღო ძველი წისქვილი,
                              ხორბლის ჩამოფქვა აღარ აცალა.
                              უცებ მორევმა აძგერა ზვირთი
                              და საძირკველი გამოაცალა.

                              წვიმამ დანამა ცრემლით მინდორი.
                              წუხილმა შესძრა რტოები ხეთა,
                              ირგვლივ ყველაფერს წაერთვა ფერი 
                              და დარჩა რაღაც ფარული სევდა.

                              თითქოს ის იყო სისავსე სოფლის
                              თითქოს სოფელი დაცარიელდა, 
                              თითქოს გულს მოსწყდა გულის ნაწილი
                              სადღაც გაფრინდა და დაიფერფლა.

                              ხოლო როდესაც ჩაცხრა მდინარე,
                              დამშვიდდა, დაცხრა ტალღათა ღელვა
                              ვერ განვიქარვე გაურკვეველი
                              მწუხარება და ფარული სევდა.

                              ალბათ მთავარი მიზეზი მაინც
                              ის იყო ჩემი მწუხარებისა
                              წავიდა გაჰქრა და გაიყოლა
                              მოგონებები წინაპრებისა.