ჭკვიან კაცს უთქვამს და ეს საკითხი
ძალაში არის ჯერაც.
ვისაც თავისი არ უგლოვია,
ნუ იგლოვებსო ჩემსას.
ასე რად გვიჭირს ადამიანებს
,,სხვისი'' დარდის და ტანჯვის გაგება ?
სხვის ტკივილს ზოგჯერ უგულოდ უმზერთ,
ზოგჯერ საერთოდ არ გვენაღვლება.
თუ სახრჩობელა ,,სხვისთვის'' კიდია
და თუ ჩვენს კისერს ის არ ეხება,
სხვისი კისრისთვის თავს არ ვიწუხებთ,
სხვისი ტკივილი ჩვენ არ გვეხება.
მაგრამ ერთხელაც ის დროც დადგება,
როცა პირადად ჩვენ შეგვეხება-----
მაშინ ის ,,სხვაც'' ჩვენ აღარ გვიდარდებს,
ჩვენი წუხილიც მას არ ეხება.
და ვცხოვრობთ ქვეყნად ასე უგულოდ.
ჩემი მას.... მისი მე არ მეხება.
ამიტომ არის ( ბოდიში მაგრამ )
ბოლოს რომ ყველას მაგრად გვერხევა.