понедельник, 8 ноября 2010 г.
წისქვილი
წყალმა წაიღო ძველი წისქვილი,
ხორბლის ჩამოფქვა აღარ აცალა.
უცებ მორევმა აძგერა ზვირთი
და საძირკველი გამოაცალა.
წვიმამ დანამა ცრემლით მინდორი.
წუხილმა შესძრა რტოები ხეთა,
ირგვლივ ყველაფერს წაერთვა ფერი
და დარჩა რაღაც ფარული სევდა.
თითქოს ის იყო სისავსე სოფლის
თითქოს სოფელი დაცარიელდა,
თითქოს გულს მოსწყდა გულის ნაწილი
სადღაც გაფრინდა და დაიფერფლა.
ხოლო როდესაც ჩაცხრა მდინარე,
დამშვიდდა, დაცხრა ტალღათა ღელვა
ვერ განვიქარვე გაურკვეველი
მწუხარება და ფარული სევდა.
ალბათ მთავარი მიზეზი მაინც
ის იყო ჩემი მწუხარებისა
წავიდა გაჰქრა და გაიყოლა
მოგონებები წინაპრებისა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий