შემოიფლითა ზეცამ წყვდიადი,
გაკრთა მტრედისფრად ლაჟვარდი ცაში,
ეს ერთი ღამეც გათენდა თეთრად
დაუსრულებელ მწუხრსა და დარდში.
ნელნელა შრება ქართული სისხლი
სჩანს ქართლის მტერი ისრულებს წადილს,
ქართველი თავის სამშობლოს სტოვებს,
ქართველი თავის მიწიდან გარბის.
ეს ლურჯი ზეცა, ეს მთა, ეს მდელო
რჩება ტიალად უცხოთა ხელში,
ეპოტინება ჩემს ტანჯულ მხარეს
გადამთიელთა ჯიში და თესლი.
რა უბედობამ დაგვრია ხელი ?
ვინ აგვირია ასე ცხოვრება ?
რა ხდება ჩვენს თავს რომ ჩვენს მიწაზე,
ჩვენს სამშობლოში არ გვედგომება ?
ნუთუ დაჩლუნგდა ქართული გენი ?
ვის გავურბივართ რა გვმართება ?
სად გაჰქრა ჩვენი ძველი ღირსება,
ქართული ჟინი და შემართება ?
ერს ძველთგანვე გმირობით განთქმულს,
ვინც დუშმანს ბრძოლის კლასი აჩვენა,
ვინც მტერთა სისხლით მორწყო დიდგორი
და ვინც მონღოლთა ურდო განდევნა.
ვისაც გუთანთან ერთად მახვილიც
განუყოფელად, მუდამ ხელთ ეპყრა.
ახსოვს ერწუხს და ახსოვს თრიალეთს
ქართულ გულების გმირული ფეთქვა,
ახსოვს ბასიანს რა რიგად ენთო
ქართული სული ცსცხლის ალებით,
როგორ ვანანეთ ენბილწ სულთანს
დაბადება და ქვეყნად გაჩენა.
დღეს ჩვენს მიწაზე თვსაც ვერ ვირჩენთ ?
ასე დაკნინდა ეს გმირი ერი ?
თუ ბრძენი მტერი გვიწყობს გენოციდს,
ჩვენი უგნური მოყვასის ხელით ?
ნუთუ იმისთვის ვიღწოდით მუდამ,
რომ ვით მონებმა მხარეში,
სხვისი საცვლები ვრეცხოთ და ვაშროთ,
ვიქცეთ უცხოთა პირისფარეშნი ?
რა ცოდვა გვაწევს ღმერთო მაღალო,
ასეთი მძიმე, ასე წონადი
რომ ვერ გვყავ ღირსნი ჩვენ თავად ვმართოთ
ჩვენი სამშობლოს აწმყო-მყობადი ?
მინაწერი
ჩვენ სხვის იმედათ ყოფნა არ გვმართებს,
სჯობს კვლავ ავინთოთ სული ალებად,
თორემ გვიხმება ,,მუხა ძლიერი
საქართველო რომ ჰქვია სახელად''
გაკრთა მტრედისფრად ლაჟვარდი ცაში,
ეს ერთი ღამეც გათენდა თეთრად
დაუსრულებელ მწუხრსა და დარდში.
ნელნელა შრება ქართული სისხლი
სჩანს ქართლის მტერი ისრულებს წადილს,
ქართველი თავის სამშობლოს სტოვებს,
ქართველი თავის მიწიდან გარბის.
ეს ლურჯი ზეცა, ეს მთა, ეს მდელო
რჩება ტიალად უცხოთა ხელში,
ეპოტინება ჩემს ტანჯულ მხარეს
გადამთიელთა ჯიში და თესლი.
რა უბედობამ დაგვრია ხელი ?
ვინ აგვირია ასე ცხოვრება ?
რა ხდება ჩვენს თავს რომ ჩვენს მიწაზე,
ჩვენს სამშობლოში არ გვედგომება ?
ნუთუ დაჩლუნგდა ქართული გენი ?
ვის გავურბივართ რა გვმართება ?
სად გაჰქრა ჩვენი ძველი ღირსება,
ქართული ჟინი და შემართება ?
ერს ძველთგანვე გმირობით განთქმულს,
ვინც დუშმანს ბრძოლის კლასი აჩვენა,
ვინც მტერთა სისხლით მორწყო დიდგორი
და ვინც მონღოლთა ურდო განდევნა.
ვისაც გუთანთან ერთად მახვილიც
განუყოფელად, მუდამ ხელთ ეპყრა.
ახსოვს ერწუხს და ახსოვს თრიალეთს
ქართულ გულების გმირული ფეთქვა,
ახსოვს ბასიანს რა რიგად ენთო
ქართული სული ცსცხლის ალებით,
როგორ ვანანეთ ენბილწ სულთანს
დაბადება და ქვეყნად გაჩენა.
დღეს ჩვენს მიწაზე თვსაც ვერ ვირჩენთ ?
ასე დაკნინდა ეს გმირი ერი ?
თუ ბრძენი მტერი გვიწყობს გენოციდს,
ჩვენი უგნური მოყვასის ხელით ?
ნუთუ იმისთვის ვიღწოდით მუდამ,
რომ ვით მონებმა მხარეში,
სხვისი საცვლები ვრეცხოთ და ვაშროთ,
ვიქცეთ უცხოთა პირისფარეშნი ?
რა ცოდვა გვაწევს ღმერთო მაღალო,
ასეთი მძიმე, ასე წონადი
რომ ვერ გვყავ ღირსნი ჩვენ თავად ვმართოთ
ჩვენი სამშობლოს აწმყო-მყობადი ?
მინაწერი
ჩვენ სხვის იმედათ ყოფნა არ გვმართებს,
სჯობს კვლავ ავინთოთ სული ალებად,
თორემ გვიხმება ,,მუხა ძლიერი
საქართველო რომ ჰქვია სახელად''