არ მავიწყდება იმ გრილ ნიავში
მწვანე ყანების ტკბილად შრიალში,
ნაკადულის პირს გიკრეფდი იებს,
ჩამავალი მზე გვფარავდა სხივებს,
როცა გიწვდიდი მცირე თაიგულს,
როცა თითი თითს შეეხებოდა
შეირხეოდა გული ჩიტივით
ლამის ბუდიდან აფრინდებოდა.
როს გრილ ღამეში, მთებს გადაღმიდან
წყვდიადს გაჰკვეთდა მთვარის ნათება
ჩემს სასთუმალთან მტრედის ხუნდივით
მოფრინდებოდა შენი ხატება
და მხოლოდ მთვარემ იცოდა მაშინ
რას გრძნობდა ჩემი საბრალო გული,
როგორ მიყვარდა შენზე ოცნება
ის ყვავილნარი და გაზაფხული.
ეხლა კი როცა ამ ნაკადულთან
გვერდით ჩავუვლი მინდვრის ყვავილებს
გულს გამიკაწრავს ის ძველი განცდა
ის სიყვარული და სიყმაწვილე.
Комментариев нет:
Отправить комментарий