კუშტად შეკრული წარბით,
მჯიღად შეკრული მუშტით,
მშვილდად მოჭიმულ მკლავით,
მგლისებრ ძლიერი მუხლით,
გვჭირდება ერთად დგომა
დღეს, ვიდრე უფრო გუშინ,
რომ მტერმა ჩვენმა ცუდი,
რამ არ გაივლოს გულში.
მტკიცე მომავლის რწმენით,
ხელის ჩაბღუჯვით ძმურით,
ერთი მეორის ნდობით
გაუტეხელი სულით.
ჩვენი ღვინით და პურით,
ჩვენი ყანების ხნულით.
ვაშენოთ საქართველო !
ვადიდოთ საქართველო !
გვიყვარდეს საქართველო,
მუდამ ალალი გულით !
გ.ტვინაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий