მონად ვერ გაგხდის ქვეყნად ვერავინ,
თუ თავად არ გაქვს სული მონური.
თუკი შენს თავში იპოვე ძალა,
ვაჟკაცური და მართლაც ლომური.
მონად არავინ არ იბადება
(თუნდაც თვით მონის შთამომავალი)
შემდეგ რას იზამ, როგორ იცხოვრებ,
სწორედ ეს არის შენში მთავარი.
ყველაზე დიდ მტერს სხვაგან ნუ ეძებ,
იცოდე თვითონ თავია შენი.
მას უნდა სძლიო, მას მოერიო,
სხვა ვერ გიშველის, სხვა არ ჩანს მხსნელი.
თუკი შესძელი, შენს თავს აჯობე
და თუ დასძლიე შიშის მარწუხებს,
მერე ქვეყნად შენ ვერვინ გაჯობებს
და ვერაფერი ვერ შეგაშინებს.
გ.ტვინაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий