понедельник, 28 марта 2011 г.
воскресенье, 20 марта 2011 г.
ქართველთა ჭირი
ქართველებმა გადავრიეთ
მსოფლიოში ერი ყველა,
ერთდთოულად შეგვიძლია
ქურდობა და პირჯვრის წერა.
ქურდობაში ვერ გვაჯობებს
ვერა ერი დუნიაზე,
თურქებიც კი გავაკვირვეთ
რაღა გითხრათ ევროპაზე.
ათი თეთრი რომ გამოვრჩეთ
ვფიცავთ ხშირად ოჯახს კერას,
ორი ლარის გულისათვის
სულს მივყიდით თუნდაც ეშმაკს.
უცნაური ერი ვართ და
ქვეყნად არ გვყავს ანალოგი,
ქურდობაში ვერ გვაჯობებს
თვით სატანის ანგელოზი.
წლები გადის, ამ სენით კი,
უფრო მეტად ვავადდებით,
მაგრამ რაც უფრო მეტს ვქურდობთ
უფრო მეტად ვღატაკდებით.
суббота, 19 марта 2011 г.
ყველაფერი მომისწრია
ყველაფერი მომსწრია,
მისვამს შხამი და შარბათი.
ორშაბათი ჩავლილია
მომდგარია კარს შაბათი.
ცხოვრებაში ტკბილთან ერთად
მინახია მწარეც ბევრი.
წუთისოფლის პორტში ვდგევარ
უკვე გადის ჩემი გემი.
მისვამს შხამი და შარბათი.
ორშაბათი ჩავლილია
მომდგარია კარს შაბათი.
ცხოვრებაში ტკბილთან ერთად
მინახია მწარეც ბევრი.
წუთისოფლის პორტში ვდგევარ
უკვე გადის ჩემი გემი.
четверг, 3 марта 2011 г.
გახსენება
არ მავიწყდება იმ გრილ ნიავში
მწვანე ყანების ტკბილად შრიალში,
ნაკადულის პირს გიკრეფდი იებს,
ჩამავალი მზე გვფარავდა სხივებს,
როცა გიწვდიდი მცირე თაიგულს,
როცა თითი თითს შეეხებოდა
შეირხეოდა გული ჩიტივით
ლამის ბუდიდან აფრინდებოდა.
როს გრილ ღამეში, მთებს გადაღმიდან
წყვდიადს გაჰკვეთდა მთვარის ნათება
ჩემს სასთუმალთან მტრედის ხუნდივით
მოფრინდებოდა შენი ხატება
და მხოლოდ მთვარემ იცოდა მაშინ
რას გრძნობდა ჩემი საბრალო გული,
როგორ მიყვარდა შენზე ოცნება
ის ყვავილნარი და გაზაფხული.
ეხლა კი როცა ამ ნაკადულთან
გვერდით ჩავუვლი მინდვრის ყვავილებს
გულს გამიკაწრავს ის ძველი განცდა
ის სიყვარული და სიყმაწვილე.
среда, 2 марта 2011 г.
სურვილი
ნახევრად დაშლილ ქვით ნაგებ სოფელს,
თავს წასდგომია სალი კლდის ხედი,
მწვანე მთებსა და ჭიუხებს იქით
სჩანს კავკასიის თეთრწვერა ქედი.
დუმან ტყეები, დუმან ხევები,
ნისლი დარდებად მთის წვერს ედება,
ჩანცქერიც კლდის წვერს ისე ჰკიდია
ვით უფლის მიმართ აღვლენილი ლოცვა ვედრება.
იქნება მართლა ღმერთს ევედრება,
ცისკენ იმიტომ უჭირავს თვალი:
სთხოვს დაუბრუნდეს კვლავ მთას ხევსური,
სთხოვს კვლავ გასჭედოს ხალიბმა ხმალი.
რომ ახმაურდეს ისევ ეს მხარე,
ქართული სიტყვით, ლექსით, შაირით.
კვლავაც შამადგნენ ლაშარის გორზე
ლუხუმის ძენი აბჯრის ჟღარუნით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)