ჩემი ცხოვრება ისე გავიდა
რომ მე ცხოვრება ვერ მოვასწარი
ხან იყო ომი, ხან (ცივი ომი)
ხანაც კონფლიქტის მტრობის ხანძარი.
სიბერის პირას უფრო მძაფრად ვგრძნობთ,
დრო როგორ მიჰქრის და როგორ ჰქრება.
თუ რა უგნურად ვცხოვრობთ ამ ქვეყნად
და კონფლიქტებში გაგვავს ცხოვრება.
ტანჯვა-წამებით მივარღვევთ დღეებს:
ბრძოლებით, მტრობით და ულმობლობით
ერთი მეორის ჯიბრით ვართ სავსე,
გაუტანლობით და უნდობლობით.
ვერ დავიბრუნებთ გაფრენილ დღეებს
ვერც სინანული ვეღარ გვიშველის
როცა სიკვდილის ზარი ჩამოჰკრავს
ჩვენს უგნურებას მაშინ მივხვდებით.
მაშინ მივხვდებით, როგორ შეგვეძლო
ჩვენი ცხოვრების უკეთ წარმართვა .
ჩვენივე ბოღმამ და უგულობამ
ცხოვრების წლები როგორ წაგვართვა.
გვიან იქნება თითზე კბენანი,
დრო გაფრენილი არ დაბრუნდება.
ჩამოჰკრავს ზარი დაუნდობელი
იწივლებს ფიქრი და დადუმდება.
გ.ტვინაძე 2008
Комментариев нет:
Отправить комментарий