სიბრძნეს მრავალი თვისება ახლავს,
მათ შორის, ერთი არის დუმილი.
ზოგჯერ საჭირო არ არის, ყველას
გაუზიარო შენი წუხილი.
თავშეკავება, დინჯი პასუხი,
არის რჩეული, კაცის თვისება.
ხშირად უსიტყვო გამოხედვაშიც,
ჩანს გონიერი კაცის ღირსება.
სრულყოფილება, ჩვენგან შორს არის,
ბევრი ნაკლი გვაქვს ადამიანებს,
თუმც უსაფუძვლო ჭორი გახსოვდეთ,
ადამიანის სულს აზიანებს.
ადამიანებს ხშირად გვჩვევია,
გავაკრიტიკოთ სხვისი ბუნება,
მაგრამ ,, საბამ '' თქვა ენით დაჭრილი,
ჭრილობა თურმე არ იკურნება.
სიდარბაისლე , თავშეკავება ,
ღირსებას მატებს ადამიანებს,
ენატანია, სხვასაც კი მაგრამ
უფრო მეტად კი თავს იზიანებს.
2008
Комментариев нет:
Отправить комментарий