суббота, 19 марта 2011 г.
ყველაფერი მომისწრია
ყველაფერი მომსწრია,
მისვამს შხამი და შარბათი.
ორშაბათი ჩავლილია
მომდგარია კარს შაბათი.
ცხოვრებაში ტკბილთან ერთად
მინახია მწარეც ბევრი.
წუთისოფლის პორტში ვდგევარ
უკვე გადის ჩემი გემი.
მისვამს შხამი და შარბათი.
ორშაბათი ჩავლილია
მომდგარია კარს შაბათი.
ცხოვრებაში ტკბილთან ერთად
მინახია მწარეც ბევრი.
წუთისოფლის პორტში ვდგევარ
უკვე გადის ჩემი გემი.
четверг, 3 марта 2011 г.
გახსენება
არ მავიწყდება იმ გრილ ნიავში
მწვანე ყანების ტკბილად შრიალში,
ნაკადულის პირს გიკრეფდი იებს,
ჩამავალი მზე გვფარავდა სხივებს,
როცა გიწვდიდი მცირე თაიგულს,
როცა თითი თითს შეეხებოდა
შეირხეოდა გული ჩიტივით
ლამის ბუდიდან აფრინდებოდა.
როს გრილ ღამეში, მთებს გადაღმიდან
წყვდიადს გაჰკვეთდა მთვარის ნათება
ჩემს სასთუმალთან მტრედის ხუნდივით
მოფრინდებოდა შენი ხატება
და მხოლოდ მთვარემ იცოდა მაშინ
რას გრძნობდა ჩემი საბრალო გული,
როგორ მიყვარდა შენზე ოცნება
ის ყვავილნარი და გაზაფხული.
ეხლა კი როცა ამ ნაკადულთან
გვერდით ჩავუვლი მინდვრის ყვავილებს
გულს გამიკაწრავს ის ძველი განცდა
ის სიყვარული და სიყმაწვილე.
среда, 2 марта 2011 г.
სურვილი
ნახევრად დაშლილ ქვით ნაგებ სოფელს,
თავს წასდგომია სალი კლდის ხედი,
მწვანე მთებსა და ჭიუხებს იქით
სჩანს კავკასიის თეთრწვერა ქედი.
დუმან ტყეები, დუმან ხევები,
ნისლი დარდებად მთის წვერს ედება,
ჩანცქერიც კლდის წვერს ისე ჰკიდია
ვით უფლის მიმართ აღვლენილი ლოცვა ვედრება.
იქნება მართლა ღმერთს ევედრება,
ცისკენ იმიტომ უჭირავს თვალი:
სთხოვს დაუბრუნდეს კვლავ მთას ხევსური,
სთხოვს კვლავ გასჭედოს ხალიბმა ხმალი.
რომ ახმაურდეს ისევ ეს მხარე,
ქართული სიტყვით, ლექსით, შაირით.
კვლავაც შამადგნენ ლაშარის გორზე
ლუხუმის ძენი აბჯრის ჟღარუნით.
воскресенье, 20 февраля 2011 г.
საუკუნენიც მალე გადიან
ჭრელ ზაფხულსა სცვლის
თეთრი ზამთარი.
ნარიყალაზე ისევ გაწვიმდა,
მეტეხთან ისევ აბორგდა მტკვარი,
კრწანისის ზეცა ელვამ დასერა,
სჩანს კვლავ გაიხსნა ძველი იარა.
საარაგვოდან აცრემლებულმა
შავმა ღრუბელმა გადმოიარა.
დადგა და ისევ აწვიმა ცრემლი,
საძმო საფლავში მწოლ იმ რაინდებს,
ვინც წამითაც კი არ შეუშინდა
აღამაჰმადის ურდოს საშინელს,
ვინც საკუთარი თავი გასწირა
და მტერიც ბევრი თან წაიმძღვარა,
ვინაც თბილისის გადასარჩენად
სიცოცხლე თვისი აქ მოიტანა.
მაგრამ ღალატი, შიდა გაცემა,
უკანა სდევდა გმირობას მუდამ
და გმირთა ჩვენთა უთვალავთ შორის
იბადებოდა ხშირად იუდა.
თუ არ ღალატი ისევ ,,მოყვასთა''
ერეკლე კვლავაც იასპანებდა
და ასი ომის მნახველი გმირი
მტერს სულ კუდით ქვას ასროლინებდა.
სწორედ ღალატის გამოა ისევ
ძველი ტკივილი რომ დარჩა გულში
და შვილიშვილებს კბილებს ჰკვეთს დღესაც
პაპების მკვახედ ნაჭამი ნუში.
მეტეხთან ვდგავარ, გავსცქერ კარიბჭეს
ჩემი ტანჯული დედაქალაქის
კრწანისი არის ერის სირცხვილი,
შედეგი ძმათა უღვთო ღალატის.
четверг, 18 ноября 2010 г.
სიზმარი
სიზმარში ვნახე უცხო ქვეყანა, მთელი თავისი ავლადიდებით,
ედემის მსგავსი ბღებითა და ლურჯი ტბებით და მწვანე მინდვრებით,
ლურჯი მდინარის ნაპირს ეფინა, ყვავილთა გუნდი ნაირფერებით.
მსურდა ყველაფრის ხელით შეხება, ვერა ვძღებოდი მათი ფერებით.
იქვე ჩანჩქერი დუღდა რძესავით და შემდეგ დაბლა ლურჯად წვებოდა,
ირგვლივ მწვანე ტყე იდგა მდუმარედ, სუსტი სიოც კი არსად კრთებოდა,
ხოლო ჩანჩქერი, გამალებული ჩქეფდა და რაღაც ამბავს ყვებოდა.
ვიჯექი ტყის პირს, ყვავილებს შორის და რაღაც მშვიდი გრძნობა მიპყრობდა.
ტყეში ფრინველნი გალობდნენ ტკბილად, გამოღვიძება აღარ მინდოდა.
ამ დროს უეცრად რაღაც უცხო ხმა ჩამესმა ყურში და უცებ შევკრთი,
მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო თავად ხმა და მისი ტემბრი,
რომ მე დავმშვიდდი და მთელი გრძნობით, მივუგდე ყური იმის საუბარს.
მან მოკლედა სთქვა, თავის სათქმელი, ბევრი ბაასი მას არ გაუბავს,
მითხრა გამომყევ, სხვა რამ გაჩვენო და მე გავყევი მას, როგორც ცხვარი.
დაბალი გორა გადავიარე და როცა მარჯვნივ ვიბრუნე მხარი,
უცებ გავშეშდი, რადგან საოცარ, მშვენიერ ქალაქს შევასწარ თვალი.
ვინც მომიყვანა ის სადღაც გაქრა, დავრჩი მარტოკა ქალაქის ახლოს.
მახსოვს კარგა ხანს ვზვერავდი ქალაქს, რა დრო გავიდა ის კი არ მახსოვს.
გამოჩნდა ხალხის მცირე კრებული, საუბრით ცემსკენ მოიჩქაროდა,
ქალაქში არსად იდგა სასახლე, თუმც იყო ბევრი ლამაზი ოდა.
მოვიდნენ ჩემთან და ვით სასურველ სტუმარს, ყველანი ღიმილით შემხვდა
მე გამაკვირვა მათმა სიკეთემ, უბრლოებამ და სათნო მზერამ.
მიმიპატიჟეს და მა მივედი, ვნახე ქალაქი ,, მცირე სამოთხე ''
მე საოცარი ვნახე ქალაქი და ეს ამბავი დღემდე მაოცებს.
იქ არსად იყო ციხესიმაგრე, არც ჯარისკაცი ქვეყნის დამცველი.
ლამაზად ნაგებ კოხტა სახლებთან, ირგვლივ მოსჩანდა ყვავილთ ბაღები.
არავის ჰქონდა შემოსარტყული, თავისი ეზო მაღალი ღობით.
ცხოვრობდა ყველა ერთი მეორის სიყვარულით და ერთურთის ნდობით.
მოხუცებს ჰქონდათ აქ დაფასება, ყველა გამვლელი მათ ქუდს უხდიდა,
დიდი პატივით მოიკითხავდნენ, მოწიწებით და სიყვარულითა.
მათ მეც მიმიღეს დიდი პატივით, კეთილი სტუმრის იცოდნენ ფასი,
არ დაუკლიათ პატივისცემა, მასვეს ძმობის და სიკეთის თასი.
აქ არსად ჩანდა ბიუროკრატი, თაბის სასახლით და დიდი ღიპით,
უსიამოვნო ამაყი მზერით, შავფანჯრებიან-განიერ ჯიპით.
არც ჩინოვნიკი არ ჩანდა არსად, რომელის მუდამ ჭკუას გვარიგებს,
თვითონ კი ყიდის ამ ჩვენ სამსობლოს, საკუთარ კლანს და ოჯახს ამდიდრებს.
აქ მხოლოდ იყო კოხტა სახლები, მწვანე ეზოთი, ვარდის გუნდებით,
ხეხილიანი ბაღების ჩრდილით და მოკირწყლული, სუფთა ქუჩებით.
მაგრამ მთავარი იცით რა იყო ? თვით ხალხი იყო მშვიდობიანი.
ხანდაზმულები პატივდებულნი, ახალგაზრდები ზრდილობიანი.
აქ არვინ იყო დამწუხრებული, ყველას ბაგეზე ღიმილი კრთოდა,
ერთი მეორის სიყვარული და ერთი მეორის იმედი ჰქონდათ.
და მომაგონდა მე ჩვენი ყოფა, ნაგავით სავსე ჩვენი ქუჩები,
დამწუხრებული სახეები და ბოქლომ გაყრილი ჩვენი ჭიშკრები.
უცებ შევწუხდი, თითქოს ვიღაცამ დიდი ქვის ლოდი ცამიდო გულში,
ასე ვიყავი ალბათ კარგა ხანს და კვლავ იგივე ხმა მესმა ყურში,
აი ხომ ხედავ, თუ რა იოლი ყოფილა თურმე მშვიდი ცხოვრება,
ამას სჭირდება სიყვარული და ერთი მეორის მიმტევებლობა.
თქვენ კი რატომღაც თქვენს თავში შობეთ, გაუტანლობის გრძნობა ველური.
ერთურთს არ ინდობთ, ხოცავთ და ძარცვავთ
თქვენი გული კი უფალს ენდურის.
ხო კარგად ნახე, როგორ ცხოვრობენ ერთი მეორის ძმობით და ნდობით ?
თქვენ კი ერთმანეთს სიცოცხლეს უსპობთ სიძულვილით და გაუტანლობით.
გამომეღვიძა და მე დავღონდი, არ მომერია თვალებზე რული,
რა იქნებოდა ჩვენც, რომ გვეცხოვრა იმგვარი ძმობით და სიყვარულით ?
понедельник, 8 ноября 2010 г.
წისქვილი
წყალმა წაიღო ძველი წისქვილი,
ხორბლის ჩამოფქვა აღარ აცალა.
უცებ მორევმა აძგერა ზვირთი
და საძირკველი გამოაცალა.
წვიმამ დანამა ცრემლით მინდორი.
წუხილმა შესძრა რტოები ხეთა,
ირგვლივ ყველაფერს წაერთვა ფერი
და დარჩა რაღაც ფარული სევდა.
თითქოს ის იყო სისავსე სოფლის
თითქოს სოფელი დაცარიელდა,
თითქოს გულს მოსწყდა გულის ნაწილი
სადღაც გაფრინდა და დაიფერფლა.
ხოლო როდესაც ჩაცხრა მდინარე,
დამშვიდდა, დაცხრა ტალღათა ღელვა
ვერ განვიქარვე გაურკვეველი
მწუხარება და ფარული სევდა.
ალბათ მთავარი მიზეზი მაინც
ის იყო ჩემი მწუხარებისა
წავიდა გაჰქრა და გაიყოლა
მოგონებები წინაპრებისა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)









